loader

საქართველო

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი. შავი ზღვის სანაპირო ხაზი ქვეყნის : 310 კმ–ია. შავი ზღვის სანაპიროს კლიმატი ხმელთაშუა ზღვის კლიმატის მსგავსია.

ქვეყნის რელიეფი უმეტესწილად მთიანია,  დიდი კავკასიონის მთები ჩრდილოეთით და მცირე კავკასიონის მთები სამხრეთით; დასავლეთით კოლხეთის დაბლობი ესაზღვრება შავ ზღვას ხოლო  აღმოსავლეთით მდებარეობს მდინარე მტკვრის აუზი

ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით – ფლორითა და ფაუნით. 

ასევე საქართველოშია 20–ზე მეტი გამაჯანსაღებელ–სამკურნალო კურორტები, როგორებიცაა ბორჯომი, აბასთუმანი, ცემი, ბაკურიანი, საირმე, ახტალა, წყალტუბო და სხვა.

საქართველო ესაა ისეთი  მინერალური წყლების სამშობლო, როგორებიცაა – ბორჯომი, ნაბეღლავი, ლიკანი.

მოსახლეობა

სულ –  4,677,401 მოქალაქე ქვეყნის  9 რეგიონში, (გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი) და   2 ავტონომიური რესპუბლიკაში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) 

ქვეყნის დედაქალაქია თბილისი, სხვა დიდი ქალაქებიდან აღსანიშნავია:

  • ბათუმი  
  • ქუთაისი 
  • რუსთავი 
  • გორი  
  • ზუგდიდი  
  • ფოთი

მოკლე ისტორია

საქართველოს ისტორია 4000 წელზე მეტს ითვლის. ქართულმა კულტურამ, რომელიც საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ყალიბდებოდა, დასაბამი მისცა ძლიერი ლიტერატურული ტრადიციების განვითარებას. უნიკალური ქართული ანბანი, რომელიც მსოფლიოში არსებულ 14 ანბანს შორისაა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში შეიქმნა.

ქვეყნის სახელწოდება „საქართველო" მომდინარეობს „ქართ" ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ-ს” უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად", 1990-1995 წლებში - „საქართველოს რესპუბლიკა"-დ. 

საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც უძველესია მსოფლიოს ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, 1 საუკუნეში მოციქულ ანდრიას ძალისხმევით დაარსდა. მე-4 საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ყოველივე ამან ხელი შეუწყო ქართველთა შორის ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებასა და ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მიუხედავად უცხოელ დამპყრობელთა განუწყვეტელი შემოსევებისა და ასიმილირების მცდელობისა.

მთელი თავისი ისტორიის მანძილზე საქართველოს უდიდესი იმპერიების გარემოცვაში უხდებოდა არსებობა. ამის გამოა, რომ აზიის უძლიერესი სახელმწიფოები მისი მიწა-წყლის დაპყრობას საუკუნეთა განმავლობაში ცდილობდნენ. მიუხედავად ურიცხვი შემოსევებისა და ომებისა, საქართველოს უდიდესმა და სახელგანთქმულმა მეფემ დავით აღმაშენებელმა (1089-1125) XII საუკუნეში საქართველოს გაერთიანება შეძლო. დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის (1184-1213) მმართველობა ისტორიაში შევიდა როგორც სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, კულტურული აღორძინების, სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობისა და ეკლესია-მონასტრების მშენებლობის ხანა.

მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ქვეყანა, რომელმაც, საქართველოს მსგავსად, უამრავ თავდასხმას გაუძლო და თავისი თვითმყოფადობა შეუბღალავად მოიტანა ჩვენს დრომდე. საქართველოს ტერიტორიაზე მიმოფანტული ურიცხვი ეკლესია თუ ციხესიმაგრე ქვეყნის მშფოთვარე ისტორიული წარსულის მოწმეა.

საქართველოს უკანასკნელმა დამპყრობელმა, რუსეთმა, ქვეყნის ანექსია 1801 წელს განახორციელა. საქართველომ 200 წელი გაატარა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში: თავდაპირველად, როგორც რუსეთის გუბერნიამ, ხოლო შემდგომ, როგორც საბჭოთა რესპუბლიკამ. რუსეთის რევოლუციის შემდეგ, საქართველომ თავისუფლება მხოლოდ 3 წლით (1918-1921) მოიპოვა, საბჭოთა რუსეთის მიერ მის სრულ ანექსიამდე. 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო 1992 წელს საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 179-ე წევრი გახდა.

მმართველობა

სახელმწიფო მეთაური არის პრეზიდენტი ( პრეზიდენტი ერთდროულად არის სახელმწიფო მეთაური და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე. მთავრობის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი. ქვეყანაში პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლის ვადით მოსახლეობაში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე

ვალუტა

საქართველოს ეროვნული ვალუტა არის ლარი, რომელიც 1995 წელს იქნა შემოღებული. ერთი ლარი 100 თეთრისგან შედგება. დღესდღეობით ხმარებაში არის 1, 2, 5, 10, 20, 50, 100 და 200 ლარიანი ბანკნოტები და 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრიანი ხურდები. ახლახანს შემოვიდა ხმარებაში 1 და 2 ლარიანი ხურდებიც. საქართველოში გადახდა შეიძლება ან ნაღდი ანგარიშსწორებით ან საკრედიტო ბარათის გამოყენებით. ბევრ რესტორანში, მაღაზიასა და სასტუმროში ანგარიშსწორება შესაძლებელია საკრედიტო ბარათის მეშვეობით. ლარის კონვერტაცია მსოფლიოს ნებისმიერ ძირითად ვალუტაზე ადვილი შესაძლებელია ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, რომელიც მრავლადაა როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში.

საგარეო ურთიერთობები

სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული გამარტივებული სავიზო პირობები ტურისტებს უიოლებთ საქართველოში ჩამოსვლას. საზღვრის გადმოსაკვეთად აუცილებელი პირობა სულ მცირე 6 თვის ვადის მქონე პასპორტის ფლობაა. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ დარჩენა შეუძლიათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: ევრო კავშირი; ამერიკის შეერთებული შტატები; კანადა; იაპონია; შვეიცარია; ლიხტენშტეინი; ნორვეგია; ისრაელი; წმინდა საყდარი (ვატიკანი); ანდორის სამთავრო; სან-მარინოს რესპუბლიკა; არაბთა გაერთიანებული საამიროები; ქუვეითის სახელმწიფო; სამხრეთ კორეა; ბაჰრეინის სამეფო; ომანი; თურქეთი.

იმ სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომლებსაც მოეთხოვებათ საქართველოში შემოსასვლელად ვიზის აღება, შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მათ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში ან ქვეყანაში შემოსვლისას აეროპორტებსა და სახმელეთო გამშვებ პუნქტებში. სახმელეთო გამშვები პუნქტებია: სარფი და ვალე თურქეთის საზღვარზე, წითელი ხიდი აზერბაიჯანის საზღვარზე და სადახლო სომხეთის საზღვარზე. ქვეყნის საერთაშორისო კოდია - GE.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილია 3 ქართული ძეგლი:

  • ქართული პოლიფონია;
  • ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი;
  • ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა

ასევე:

  • ადების ტექნოლოგია;
  • სვანური სამზარეულო – ფეტვიანი ხაჭაპურის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • სვანური სამზარეულო –კუბდარის (სვან. Kკუბედ) დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • სვანური სამზარეულო – სვანური მარილის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • სვანური სამზარეულო – თაშმჯაბის  დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიცია;
  • „ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია – ლიტერატურული ჟურნალი დილა“;
  • „ზემო სვანეთში სამკურნალო – მინერალური, მჟავე წყლების: მუგვირი, არცხეელი, კახრლდ, ლეგაბ, სეტის, კვედილაშის და შდეგის მოხმარების“;
  • „სვანური ხალხური საკრავი „ჩანგის“ დამზადების ტრადიციული მეთოდი“;
  • „ხეზე კვეთის ტრადიცია – ორნამენტი სვანურ ტრადიციულ საცხოვრისსა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებში“;
  • კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია;
  • კახური ქუდის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • კახური პურის (დედას პური) დამზადების ტექნოლოგია;
  • მეთუნეობის უძველესი ტრადიცია ვარდისუბანში; 
  • "ზარით დაკრძალვის სვანური რიტუალი"
  • "ბაზიერობა (დამჭერი მტაცებელი მფრინველით ანუ ბაზით ნადირობა)"
  • ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია- ლიტერატურული ჟურნალი "განთიადი" 
  • "ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურა (ქართული სუფრა)"

 
მათგან ხუთს ეროვნული კატეგორია აქვს განსაზღვრული, ესენია: 

  • ქვევრი;
  • ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი;
  • „დედაენა“ (ქართული საანბანე სახელმძღვანელოს  შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი)
  • "ქართული ანბანის სამი  უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა";
  • "ქართული ჭიდაობა"

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოში

  • სვეტიცხოველი                           
  • ჯვრის მონასტერი                      
  • ბაგრატის ტაძარი       
  • გელათის მონასტერი               
  • ზემო სვანეთი               
  • სვეტიცხოველი
  • ჯვარი
  • ბაგრატის ტაძარი
  • გელათის მონასტერი
  • ზემო სვანეთი

2007 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ იუნესკოს წევრობის კანდიდატად  წარუდგინა კიდევ 15 ისტორიული და ბუნებრივი ძეგლი:

  • ალავერდი
  • ანანურის ციხე
  • კოლხეთის ეკოსისტემა
  • დავითგარეჯა
  • დმანისი
  • გრემი
  • კვეტერა
  • მთა-თუშეთი
  • ნიკორწმინდა
  • სამთავისი
  • შატილი
  • ძველი თბილისი
  • უფლისციხე
  • ვანი
  • ვარძია-ხერთვისის ციხე

 

 

ჩვენი პარტნიორები