loader

ისტორია

"ელთ ბილდინგი"  არის სამშენებლო კომპანია,  რომელიც იწყებს საქმიანობას სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე აჭარაში, ქ. ბათუმში. კომპანის "სტარტაპს" წარმოადგენს მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი "სანრაიზი" ახალ ბულვარში, ზღვის სანაპიროსთან კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურითა და მრავალი უპირატესობით. კომპანიის მიზანია საცხოვრებელი ბინებისა და  სასტუმროს ტიპის სახლების (აპარტ-ოტელების) მშენებლობა.

"ელთ ბილდინგი“ წარმოადგენს საფინანსო ორგანიზაცია "ელთ კომპანის" შვილობილ კომპანიას. აღნიშნული ორგანიზაცია კი უკვე 15 წელია რაც არსებობს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც  არანაირი ბიზნეს გარემო არ იყო შექმნილი ქვეყანაში და  საწესდებო კაპიტალიც შეადგენდა მცირე თანხას, მაგრამ სწორი მენეჯმენტისა და ძლიერი გუნდის შედეგად დღესაც აქტიურად განაგრძობს მუშაობას, იზრდება და ვითარდება ქართულ ბაზარზე.   ძირითადი სფერო არის სალომბარდე საქმიანობა, რომელსაც წარმატებით ანხორციელებს ორგანიზაციის 150–ზე მეტი თანამშრომელი კომპანიის 22 სერვისცენტრში და ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება.

სამშენებლო კომპანია "ელთ ბილდინგიც"  ორიენტირებულია  განვითარებასა და წარმატებაზე, რასაც აუცილებლად  განაპირობებს მრავალი ფაქტორი, მათ შორის მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები, ინოვაციური ტექნოლოგიები, თანამედროვე და კომფორტული დიზაინი, პასუხისმგებლობა, საიმედოობა, სწორი მენეჯმენტი და კვალიფიცირებული კადრები.  ასევე ისეთი ძლიერი პარტნიორები, როგორებიცაა, რუსეთისა და ევროპის ბაზარზე დამკვიდრებული და წარმატებული  სამშენებლო კომპანია "roinworld", "ტერა ბანკი", "საქართველოს ბანკი" და სხვა. კომპანიას უკვე აქვს საქმიანი ურთიერთობები საიმედო პარტნიორებთან უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში, ისრაელში, ესპანეთში, ირანში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

"ელთ ბილდინგის" მიზანია  მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, იზრუნოს ადამიანებისათვის თანამედროვე,კომფორტული,  ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

 

 

ჩვენი პარტნიორები